ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

”ენმ”-ს ყრილობის მონაწილეებს ხვალ მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს

20 იანვარს, ”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა.

”ყრილობას ჩვენი 7 ათასი დელეგატი თბილისიდან და რეგიონებიდან დაესწრებიან. დელეგატების გარდა  უცხოელი სტუმრები და ჩვენი მხარდამჭერებიც იქნებიან. რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური გამოსვლები, ასევე მიხეილ სააკაშვილის ჩართვა. დღის წესრიგით  გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პოლიტსაბჭოსა და მისი თანათავმჯდომარეების არჩევა, ასევე სხვა ტექნიკური საკითხები, მათ შორის სარევიზიო კომისიის დამტკიცება, რაც პარტიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია”, – განუცხადა ჟურნალისტებს პეტრე ცისკარიშვილმა.

იტვირთბა....