პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე იქნება.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, დღეს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სიას წარადგენენ, რათა ორშაბათის ბიუროს სხდომაზე მოხდეს მისი დამტკიცება.
პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია 6 წევრისგან დაკომპლექტდება. ესენი არიან – რომან გოცირიძე, ნიკა მელია, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და აზერ სულეიმანოვი.