გერმანიის პოლიციამ საქსონიის რეგიონში ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. 10 ადამიანს ძარცვაში ედებათ ბრალი.
სამართალდამცველებმა 30-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დრეზდენსა და ლაიპციგში გაჩხრიკეს.
დაკავებულები დევნილის სტატუსით იმყოფებოდნენ და ძირითადად სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებს ძარცვავდნენ.
მათი საცხოვრებლების ჩხრეკისას ამოღებულია ნაქურდალი სასმელი, თამბაქო, ბავშვთა კვების პროდუქტები და კოსმეტიკა.