aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ილო ბეროშვილმა „იმედზე“ შოუ დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეწამყვანმა ილო ბეროშვილმა ტელეკომპანია  „იმედზე“  შოუ დტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ბეროშვილის შოუს პროდუსერი, გიორგი ჯავახაძე ადასტურებს.

რა გახდა შოუს დატოვების  მიზეზი, დეტალების გასარკვევად თავად ტელეწამყვანთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ ბეროშვილამდე გადაცემა შალვა რამიშვილს მიყავდა, მაგრამ ტასო ბარნოვასთან არსებული დაპირისპირების შემდეგ, რამიშვილმა „იმედთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა.

„ილო ბეროშვილი ნამდვილად აღარ იქნება ამ გადაცემის წამყვანი, თავად წავიდა თუ გაუშვეს დეტალებზე ჯობია მას ესაუბროთ.

შოუს წამყვანს უკვე ვეძებთ და რამდენიმე კანდიდატთან მოლაპარაკება გვაქვს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ღამის შოუს ტიპის გადაცემა რჩება „იმედზე“, მაგრამ ვინ იქნება წამყვანი ჯერ უცნობია“-ამბობს პროდუსერი.

იტვირთბა....