შეერთებული შტატების კონგრესის 50 წევრი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას, რომელიც 20 იანვარს გაიმართება არ დაესწრება.ბოიკოტის მთავარი მიზეზი ტრამპის ცნობილ უფლებადამცველთან, ჯონ ლუისთან დაპირისპირება გახდა.
ლუისმა, რუსეთის მხრიდან ჰაკერული თავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევის გამო ტრამპს არალეგიტიმური პრეზიდენტი უწოდა, რასაც არჩეული პრეზიდენტის მხრიდან მწვავე შენიშვნები მოჰყვა. ამავდროულად საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ არჩეული პრეზიდენტის რეკორდულად დაბალი რეიტინგი აჩვენა.