ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ბათუმში 15 წლის მოზარდი დაჭრეს

ბათუმში  15 წლის მოზარდი დაჭრეს. შემთხვევა 16 იანვარს მოხდა. მოზარდს  ჭრილობა ცივი იარაღით, ზურგის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც ელენთის ამოკვეთა გახდა საჭირო. პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, ცხელ კვალზე დადგენილია ბრალდებული და საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....