ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ავარია ყაზბეგზე: დაშავდა სამი ადამიანი და დაზიანდა ოთხი ავტომობილი

ყაზბეგის გამზირზე  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც, სამი ადამიანი დაშავდა და  ოთხი ავტომანქანა დაზიანდა.

დაშავებულები კლინიკებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლის დაუდევრობას მოჰყვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....