ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ლარი გამყარებას აგრძელებს

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.6543 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.7084 ლარს შეადგენდა.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0541 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8335 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.8695 ლარს შეადგენდა.

2.7084 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი საშუალოდ, 2.72 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი კვლავ გამყარდა, დოლარის ფასი კიდევ უფრო დაიწევს.

იტვირთბა....