„ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიიდან წასულთა ნაწილი მალე გონს მოვა და უკან მიბრუნდება:
„ვერ გეტყვით, რომელ თანამშრომლობაზეა საუბარი. მე დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი, ვინც დღეს შეიძლება ითვლებოდეს მათი გუნდის წევრად, ძალიან მალე გონს მოვა და მობრუნდება უკან, მაგრამ ნაწილი მათგანი, ბუნებრივია, ამ ნაბიჯს არ გადადგამს“, – განაცხადა მელიამ.