ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ავლაბარში ტაქსის მძღოლი დანით დააყაჩაღეს:გამოძიება დაწყებულია

ავლაბარში  ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს. შემთხვევა წურწუმიას ქუჩაზე მოხდა.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, ტაქსის მძღოლი დანის მუქარით დააყაჩაღეს. რაც შეეხება თანხას, წაღებულია 50 ლარამდე.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

იტვირთბა....