ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2016 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 119.0 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 315.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 16.7 პროცენტით (17.0 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.6 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მილიონი აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი მოდიოდა.
2016 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.2 მილიონი აშშ დოლარი (48.3 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.8 მილიონი აშშ დოლარისა (42.6 მილიონი ლარისა) გასული წლის დეკემბერში.