ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრების ახალი ფრაქცია საკრებულოში

თბილისის საკრებულოში ახალმა ფრაქციებმა რეგისტრაციისთვის საკრებულოს თავმჯდომარეს და კომისიებს ოფიციალურად წერილობით მიმართეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განუცხადა.

ნადირაძის თქმით, დღეს საკრებულოში ჩატარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომა და მათ ოფიციალურად წერილობით მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარეს და შესაბამის კომისიებს რათა დარეგისტრირდეს ახალი ფრაქციები.

„როგორც იცით, ჩვენმა რამდენიმე კოლეგამ დატოვა „ნაცმოძრაობა“ და გიგა ბოკერიას მცირე ჯგუფს შეუერთდა. შესაბამისად, ახალი სახით ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოშიც და საქართველოშიც კვლავ ვრჩებით მთავარ ოპოზიციურ ძალად, ვაგრძელებთ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით ყველაზე აქტიურები და გვექნება ჩვენი მოსახლეობის და ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მის განმარტებით, თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს ორი ფრაქცია ჰქონდათ: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – თბილისი“. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა ცალკე ფრაქცია შექმნეს, რომელიც ფრაქცია „თბილისის“ სახელით იფუნქციონირებს საკრებულოში.

იტვირთბა....