ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ძაღლების ჩხუბის ამსახველი ვიდეოს საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სოციალური ქსელის მომხმარებლის, გიორგი ქალდანის მიერ გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ვიდეოში ჩანს მესტიაში გადაღებული კადრები, სადაც ადგილობრივი სვანები კავკასიური ნაგაზის ჯიშებს ერთმანეთს უპირისპირებენ და ამ ფონზე ოვაციური შეძახილებით ამხნევებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინაარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც ცხოველის სიცოცხლის მოსპობა ან დასახიჩრება გამოიწვია.

 

იტვირთბა....