ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სკოლებში სერიოზული პრობლემებია: განათლების მინისტრი ინფორმაციას ავრცელებს

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ჯეჯელავა ამბობს, რომ სასწავლო დაწესებულებებში სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემებია. თუმცა, ჯამში მათ მოსაგვარებლად, 4 მილიარდზე მეტია საჭირო. ჯეჯელავა ამბობს,  რომ ამ მხრივ  კარგი შედეგებით ვერ დაიკვეხნის.

„მრავალი წლის განმავლობაში, სკოლების ინფრასტრუქტურას სათანადოდ ვერ მიეხედა. წელს ჩვენ ვგეგმავთ ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სტანდარტებისა და გეგმების დანერგვას. სპეციალური რესურსი გვექნება გამოყოფილი, რომ სკოლები, რომლებიც კარგადაა გაკეთებული, აღარ გაფუჭდეს და გზადაგზა მივხედოთ.

საქართველოში, 2100-მდე სკოლა და 3000-მდე შენობაა. სულ რომ არაფერი იყოს გასაკეთებელი ასეთი მხოლოდ 20 სკოლაა. ჩვენც შევეცდებით, რაც გაკეთდება, აღარ გაფუჭდეს. ამერიკელები გვეხმარებიან რეგიონებში და 100 სკოლას აკეთებენ. იმედი მაქვს, 2-3 წელიწადში 200 სოფლის სკოლას თანამედროვესა და ევროპული სტანდარტების შესაბამისს გავხდით.

სულ არის 3000 შენობა, მაინც ძალიან ცოტაა. 900 სკოლაში საპირფარეშოს პრობლემა მაქვს. ფიზკულტურის დარბაზი, რომ ავუშენო იმ სკოლას, რომელსაც არ აქვს დარბაზი, 500 მილიონი ლარი მჭირდება. მთლიანად 4-ნახევარი მილიარდი უნდა, რომ პრობლემები თავიდან ბოლომდე მოგვარდეს და მილიარდ ნახევარი გინდა, რომ შეინარჩუნო. შედარებისთვის, სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდზე ოდნავ მეტია” – აცხადებს განათლების მინისტრი “პრაიმ თაიმთან” ინტერვიუში.

 

იტვირთბა....