გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16–18 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოში +4, +9 გრადუსი იქნება.
19-20 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსი იქნება.
21 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, 22 იანვარს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.