ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რომელ მხარესაა ვანო მერაბიშვილი: ნიკა მელია მას ციხეში მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ ორად გაყოფის შემდეგ, ვანო მერაბიშვილის მხრიდან პოზიციის დაფიქსირებას ჯერ კიდევ ელის. აქამდე კვლავ უცნობია მერაბიშვილი, რომელი ჯგუფის მხარეს დარჩება. ნიკა მელია მერაბიშვილს მოუწოდებს, რომ “ენმ”-ში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი პოზიცია სწრაფად დააფიქსიროს. მელიას თქმით, არსებობს  უამრავი საშუალება, რომ მერაბიშვილმა საკუთარი მოსაზრება გამოხატოს.

„ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და ივანიშვილმა ოთხ კედელში გამოკეტა, მაგრამ უამრავი საშუალება არსებობს, რომ პარტიის გენერალურმა მდივანმა თავისი სათქმელი თქვას. მითუმეტეს, როდესაც პარტიიდან მცირე გუნდი მიდის, ყრილობამდე უნდა ვიცოდეთ, ის ჩვენთან რჩება თუ უგულავა-ბოკერიას ფრთას მიჰყვება. იმედია, მის პოზიციას უახლოეს დღეებში შევიტყობთ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

იტვირთბა....