ახალი ამბები მთავარი სამართალი

კიდევ ერთი სროლა თბილისში: დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. “რუსთავი 2-ის” ცნობით, მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, თუმცა ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილობრივებმა გამოიძახეს.

ექიმების ინფორმაციით, დაჭრილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კლინიკაში გუშინ საღამოს მიიყვანეს. მას ორივე ქვედა კიდურის ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა, რის გამოც მას პირველადი გადაუდებელი დახმარება ჩაუტარდა. ამ დროისთვის კი მას ოპერაცია უტარდება.

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, დაჭრილი მამაკაცი შარტავას ქუჩის მაცხოვრებელია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზინებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

იტვირთბა....