ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პარლამენტში გაცნობით ხასიათის შეხვედრები გამართა. იანოშ ჰერმანი დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების თავმჯდომარეებს ესაუბრა.
საუბარი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ ასპექტებს შეეხო. ევროკავშირის ელჩი შეხვედრების გამართვას სხვა კომიტეტშიც გეგმავს.
„ორივე კომიტეტს ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს და ვსარგებლობთ აქტიური თანამშრომლობის პროგრამით. ასევე, განვიხილეთ ასოცირების შეთანხმების შესრულების საკითხი და ქვეყნის ეკონომიკური პროგრამა. ჩვენ დაინტერესებული ვარ, ინფორმაციის გაცვლით. გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ყველა კომიტეტი კანონპროექტების წარმოდგენისა და მათი იმპლემენტაციის კუთხით,“ – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების თავმჯდომარის თქმით, საუბრისას განიხილეს ევროკავშირის მხრიდან კომიტეტის შესაძლო დახმარების შესახებ.
„ვისაუბრეთ უშუალოდ იმ კანონპროექტებზე, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ჩვენი კომიტეტის ეგიდით უნდა მომზადდეს, მათთან კონსულტაციების შედეგად განვითარდეს,“ – განაცხადა რომან კაკულიამ.