აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„რუსეთი საქართველოს სამი მხრიდან ალყაში აქცევს“: ოსური ჯარი რუსულ ჩექმას იცმევს

ექსკლუზიური ინტერვიუ კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძესთან

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ რუსეთი რეგიონში სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად სერიოზულ სამხედრო ფორმირებებს აყალიბებს. არეშიძის თქმით, კრემლმა აფხაზეთში, სომხეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაერთიანებული რუსული სარდლობა შექმნა, ხოლო დანარჩენ საქართველოსთან სამხედრო ინტერვეციის შემთხვევაში, რუსეთი ქვეყანას სამივე მხრიდან ალყაში მოაქცევს.

„მეტრონომი“: ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქმედი საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთი სამხედრო დანაყოფები რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ”ხელშეკრულების” ფარგლებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღბული ძალების შემადგენლობაში შევლენ – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული „ინტერფაქსი“ ავრცელებს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

მამუკა არეშიძე: ეს არის რუსეთის სამხედრო აქტივობის უკანასკნელი აკორდი. მანამდე მან იგივე ნაბიჯი, სომხეთის და აფხაზეთის სამხედრო სტრუქტურების მიმართ გადადგა. ეს მისი ერთგვარი სტრატეგიაა. სომხეთში რუსეთმა გაერთიანებული სარდლობა შექმნა, რომელშიც რუსული და სომხური კონტიგენტი შედის.

ხოლო ეს გაერთიანებული სამხედრო სარდლობა, ექსტრემალურ სიტუაციაში უნდა გაერთიანდეს. ჩათვალეთ, რომ  სომხეთის თავდაცვის შეიარაღებული ნაწილები, ამ გაერთიანების განკარგვაში გადავიდა.

აფხაზეთში კი სიტუაცია უფრო სავალალოა. იქ  ე.წ. თავდაცვის სამინისტროს, მხოლოდ 2 000 სამხედრო მოსამსახურე დაუტოვეს. დანარჩენი ასეთი ტიპის სამხედრო გაერთიანებაში გადავიდა.

რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთს, იქ სულ 200 სამხედრო იყო დარჩენილი და ისინიც რუსეთის არმიის შემადგენლობაში გადავიდნენ. ეს არის რეგიონში, რუსეთის საერთო სტრატეგია, რომელსაც რეგიონში მოკავშირეების მიმართ ახორციელებს.

– ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა რა უნდა მოიმოქმედონ?

– ვერავინ ვერაფერს ვერ იზამს, რადგანაც საერთაშორისო ორგანიზაციები, სირიის პრობლემებით და უკრაინის პრობლემებით არიან დაკავებულები. ახლა, ამ საკითხისთვის არავის ცხელა.

საერთაშორისო ორგანიზაციებს მხოლოდ პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ. რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოს გარშემო გარკვეული სამხედრო რკალი შეკრას. როგორც აღვნიშნე, ეს იქნება, სომხეთში, აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

– ასეთი სამხედრო რკალის შექმნა, საქართველოსთვის რა სახის საფრთხის შემცვლელი იქნება?

– 2008 წლის ომის დროს, ჩვენ გვახსოვს, რომ რუსეთი საქართველოს ორი მხრიდან აფხაზეთიდან და ოსეთიდან უტევდა. ახლა კი  მსგავსი შემთხვევის დროს , მას შეუძლია, რომ დარტყმები სომხეთის მხრიდანაც განახორციელოს. საქართველოს ის ალყაში სამი მხრიდან მოაქცევს.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთს ასეთი დონის სამხედრო კონტიგენტი არც აფხაზეთში,  ოსეთში და მითუმეტეს  სომხეთში არ ჰყოლია. თუ მსგავსი შემთხვევა განმეორდა საქართველოს თავის დაცვა, სამი მხრიდან მოუწევს. რაც დამეთანხმებით, რომ უბარლოდ შეუძლებელი იქნება.

– ის რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, შეიძლება ნატოს შემაკავებელ ფაქტორადაც ჩაითვალოს?

– რა თქმა უნდა, რომ საქართველოს გარდა, რუსეთი ასეთი ქმედებით, როგორც ნატოს, ასევე აზერბაიჯანის და თურქეთის შეკავების ფაქტორად გამოიყენებს.

ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....