ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

EMC-ის კვლევა: საქართველოში შრომითი ურთიერთობა და პირობები ძალიან მძიმეა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორნგის ცენტრის შეფასებით, საქართველოში შრომითი ურთიერთობა და პირობები ძალიან მძიმეა. ამის შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის მიხედვით, შრომითი უფლებების კუთხით პრობლემები განსაკუთრებით ინდუსტრიისა და ტრანსპორტის სექტორში, მათ შორის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის კუთხით არსებობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა მომსახურების სფეროში, სადაც მთავარ პრობლემად დაბალი ანაზღაურება და არანორმირებული შრომა სახელდება.

ვითარების გამოსწორების მიზნით EMC აუცილებლად მიიჩნევს გაძლიერდეს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მანდატი.

იტვირთბა....