ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„როგორც თქვენ არ მინახიხართ, ისე მერაბიშვილი არ მინახავს“: უგულავა ჟურნალისტებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი უგულავას  თანამებრძოლია, -ამის შესახებ თავად გიგი უგულავამ ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი განმარტებით, მერაბიშვილი  “ნაციონალური მოძრაობის” გაყოფასთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას თავად დააფიქსირებს.

როგორც უგულავამ აღნიშნა, რადგან ისინი ერთ ციხეში ისხდნენ, არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან რაიმე კომუნიკაცია ჰქონდათ.

 

„როგორც თქვენ არ მინახიხართ, ისე მერაბიშვილი არ მინახავს. სამარტოვო საკანში ცალ-ცალკე ვიყავით. სამწუხაროდ, ისევ იქ არის და მის პოზიციაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ პარტიის ცხოვრებაში მისი პოზიცია მკაფიოდ იკითხებოდა და დანარჩენი თავად უნდა თქვას“, – განაცხადა დედაქალაქის ყოფილმა მერმა.

 

შეგახსენებთ, რომ ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდის წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21 დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.

იტვირთბა....