„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიიდან დღეს ნინო კალანდაძეს, ომარ მეგრელაძეს, პეტრე ცისკარიშვილს, ლევან ბეჟაშვილს, ნუგზარ წიკლაურსა და ეკა ხერხეულიძეს ამოიღებენ. ამ მოთხოვნით ცესკო-ს პარტიის გენერალურმა მდივანმა სერგო რატიანმა რამდენიმე დღის წინ მიმართა.
კანონმდებლობის თანახმად, თუ ცესკო აღნიშნული მიმართვის თაობაზე სხდომას არ გამართავს, 3 სამუშაო დღეში ავტომატურად იმ ადამიანების ამოვარდნა მოხდება, ვიზეც მოთხოვნაა გაკეთებული.