ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ავიაჰაბი გურიაში: სატრანსპორტო აეროდრომოს რეაბილიტაცია იგეგმება

გურიაში სატრანსპორტო აეროდრომოს რეაბილიტაცია იგეგმება. კერძოდ,  სოფელ მერიაში ჩინელი ინვესტორები სატრანსპორტო აეროდრომის რეაბილიტაციაში ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავენ, – ამის შესახებ გადაცემაში “ბიზნესკონტრაქტი” გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის პერიოდში სამხედრო აეროპორტი იყო განთავსებული.

„ტვირთების ჩამოსვლას ჩინეთიდან 12 დღე სჭირდება და აქ 10 საათი იქნება. ეს ყველაფერი საფუძველს გვაძლევს, რომ გურიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი შეიქმნება, როგორც ტვირთების გადაზიდვის, ასევე სამრეწველო პოტენციალის კუთხით“, – განაცხადა გუბერნატორმა.

იტვირთბა....