ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვანო მერაბიშვილი ჩვენთან ერთად იქნება”

აკაკი ბობოხიძეს მოლოდინი აქვს, რომ ვანო მერაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შემდეგ გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას  გუნდში იქნება. ბობოხიძის თქმით, მერაბიშვილი ჯერ სიტაუაციის განვითარებას ელის.

ბობოხიძის ვარაუდით, მერაბიშვილი საკუთარ პოზიციას ან ყრილობამდე დააფიქსირებს, ან ყრილობის დღეს გახდება ცნობილი.

”20 იანვრამდე ერთი კვირა დარჩა, რა დროსაც ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება თავის ადგილზე. მერაბიშვილისგან ველოდები იმას, რომ იქნება იქ, სადაც ვიყავით ჩვენ – ჩემი პირადი მოლოდინია, რომ ვანო მერაბიშვილი ჩვენთან ერთად იქნება”, – განუცხადა აკაკი ბობოხიძემ.

 

 

იტვირთბა....