ახალი ამბები კრიმინალი მთავარი პოლიტიკა

კახი კალაძე რატი გაჩეჩილაძის შესახებ: ” ჩხუბზე, რა, უნდა დაეჭირათ?”

 

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებას  ჟურნალისტებთან აფასებს:

 

“სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელ, იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ამას უნდა შევეგუოთ. დამთავრდა ის დრო საქართველოში, როდესაც ერთი ადამიანი და ერთი კონკრეტული პარტია იღებდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ გელაშვილის ცემის ფაქტი, დავითაშვილის ცემის ფაქტი და სხვა უამრავი. ასე რომ სასამართლო იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ჩხუბზე, რა, უნდა დაეჭირათ?,“-განახადა კალაძემ.

ნიკა გავარამიაზე თავდასხმაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს საქალაქო სასამართლომ ორი დღის წინ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

იტვირთბა....