ავთანდილ ბერიძემ უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტი ჩაიბარა, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარატვ.გე ავრცელებს.
აღნიშნულ პოსტს პარმენ ჯალაღონია იკავებდა, რომელმაც თანამდებობა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ დატოვა. ავთანდილ ბერიძის დანიშვნის ბრძანებას ხელი გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოაწერა.
დეპარტამენტს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ხელმძღვანელობს მხოლოდ ერთი თანამშრომელი ჰყავს, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.