ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა ოდენობის შემოწირულობა მიიღეს პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო სუბიექტებმა 2016 წელს

2016 წელს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 34,465,034.50 ლარი შეადგინა, აქედან ყველაზე მეტი – 22,995,584.00 ლარი „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო, – აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ნათქვამი.

სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2016 წელს ყველაზე მეტი შემოწირულება – 22,995,584.00 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. გასულ წელს მიღებული შემოწირულებების მიხედვით მეორე ადგილზეა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 4,491,467.43 ლარი, შემდეგ ადგილს იკავებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1,644,168.80 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1,126,691.35 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები“ – 718,690.00 ლარი, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ – 626,520.90 ლარი, სამოქალაქო პლატფორმა – „ახალი საქართველო“ – 373,966.50 ლარი, ილია კოკაია დამოუკიდებელი დეპუტატი – 337,400.00 ლარი, ვასილ ხანიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი  – 304,840.00 ლარი, ცეზარ ჩოჩელი დამოუკიდებელი კანდიდატი – 280,000.00 ლარი და ა.შ.

პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო სუბიექტებმა 2016 წელს შემოწირულებების სახით საერთო ჯამში, 34,465,034.50 ლარი მიიღეს.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, შემოწირულებები განხორციელდა 2854-ჯერ, საიდანაც 186 არის საწევრო შენატანი, 95-ჯერ დაფიქსირებულია იურიდიული პირის შემოწირულება, ხოლო 204-ჯერ – არაფულადი შემოწირულება. სულ შემოწირულებები მიღებულია 79 იურიდიული პირისგან, ჯამში – 4,026,580.00 ლარის ოდენობით.

იტვირთბა....