„ეს უჩვეულო დამთხვევები საქართველოსთვის საშიშ ეჭვს მიჩენს!!!”- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ლადო სადღობელაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის სააღდგომოდ გათავისუფლებას ვარაუდობს.
“მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ. ვგულისხმობ გირგვლიანის საქმეს. დიდი შეცდომა დაუშვა მერაბიშვილმა, როგორც მინისტრმა, რომ არ გაემიჯნა ამ თემას და არ აღასრულა ის, რაც მასზე იყო დამოკიდებული. როგორც მინიმუმ, უნდა გადამდგარიყო. დღეს ის თავისუფლებას შეინარჩუნებდა, დარწმუნებული ვარ. ბრალდების ეს მხარეები შეიძლება გადაისინჯოს. ვინც ყველაზე მეტად იყო დასაჭერი, მან ქვეყანა დატოვა”
სწორედ ეს უჩვეულო დამთხვევები საქართველოსთვის საშიშ ეჭვს მიჩენს!!! ეჭვს იმისა, რომ სააღდგომოდ მერაბიშვილს გარეთ ვიხილავთ!“ – წერს ლადო სადღობელაშვილი.