ათენის ცენტრში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმზე, რომლებიც პარტია PASOK-ის შტაბს იცავდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ინციდენტის შედეგად ერთი სამართალდამცველი დაშავდა, – ინფორმაციას ათენის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
თავდამსხმელმა სპეცრაზმის მახლობლად ავტობუსს ცეცხლი სამჯერ გაუხსნა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 06:18 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ტყვია საქარე მინას მოხვდა, ხოლო მეორე – შენობის კედელს.
თავდასხმის შედეგად პოლიციის თანამშრომელი მუცლისა და ბარძაყის არეში დაშავდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სააგენტოს ინფორმაციით, თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა. პოლიცია თავდასხმაში ეჭვმიტანილ პირს ეძებს. ჯერჯერობით უცნობია, ის მარტო მოქმედებდა თუ თანამზრახველი ჰყავდა.