aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ე.წ ფარულ მოსმენებზე სამუშაო ჯგუფი 32 წევრისგან დაკომპლექტდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. ფარული მოსმენების საკითხზე კანონმდებლობის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი 32 წევრისგან დაკომპლექტდა. მისი პირველი სხდომა დღეს გაიმართება.

აღნიშნული ჯგუფი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ,“ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტებს შეიმუშავებს.

სამუშაო ჯგუფს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ხელმძღვანელობს. ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შედიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები – ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ნინო გოგუაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი ეკა ფოფხაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი, საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე რევაზ ნადარაია, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო კოლეგიის წევრი ნიკოლოზ მარგველაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ზვიად ოქროპირიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დარახველიძე, „ღია საზოგადოება – საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი ლიკა საჯაია, საია-ს წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე, ISFED-ის წარმომადგენელი ნინო რიჯამაძე და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი გურამ იმნაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება.

იტვირთბა....