ახალი ამბები კულტურა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ივანიშვილმა რომ შეგვიწყვიტოს დაფინანსება, რა უფლება მაქვს ვთქვა, აღარ მაძლევს-მეთქი”

“თუნდაც რომ შეგვიწყვიტოს დაფინანსება, რა უფლება მაქვს, ვთქვა, ბიძინა ივანიშვილი ფულს რატომ აღარ მაძლევს-მეთქი. ამდენი წელი რომ გვარჩინა, მადლობელები არ უნდა ვიყოთ?!“, – ასეთი განცხადება გააკეთა მსახიობმა მარინა კახიანმა ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში.

“გამოდგება ვიღაც ბუა და ნახევარ საქართველოს აშინებს, თითქოს ივანიშვილი ფულს აღარ გვიხდის მსახიობებს. ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა ბევრი ოჯახი გადაარჩინა. მწერლებს, მსახიობებს, რომლებსაც სხვა პროფესია არ გვაქვს, გვერდით დაგვიდგა. თუნდაც რომ შეგვიწყვიტოს დაფინანსება, რა უფლება მაქვს, ვთქვა, ბიძინა ივანიშვილი ფულს რატომ აღარ მაძლევს-მეთქი. ამდენი წელი რომ გვარჩინა, მადლობელები არ უნდა ვიყოთ?! – აცხადებს მსახიობი.

იტვირთბა....