ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 5-ათასლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლოს დარბაზიდანვე გათავისუფლდა.
ბრალდებამ რატი გაჩეჩილაძისთვის 5-ათასლარიანი გარაო მოითხოვა. მას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. მათ სურდათ, რომ რატი გაჩეჩილაძე აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო, ხოლო გირაო უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო. დაცვის მხარემ გირაოს ოდენობად სასამართლოს მინიმალური, ათასი ლარი შესთავაზა. საბოლოოდ, მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა და გაჩეჩილაძეს 5-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
სხდომის დასრულების შემდეგ რატი გაჩეჩილაძე დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბრალდებულმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და სასამართლოს ტერიტორია სირბილით დატოვა.
წინასასამართლო სხდომა 20 თებერვალს 13.00 საათზე გაიმართება.