ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის მომხრები, პარტიის ყრილობას არ დაესწრებიან

 

მიხეილ სააკაშვილის ფრთის წარმომადგენლები 20 იანვარს დაგეგმილ პარტიის ყრილობას არ დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ირამ ნადირაშვილი ადასტურებს. მისი თქმით, ისინი ყრილობას ლეგიტიმურად არ მიიჩნევენ.

„ამ ნაწილში არიან თავმჯდომარეები რეგიონებიდან, თბილისიდან, მათ დელეგატების შერჩევაშიც არ მიუღიათ მონაწილეობა. იმის ნაცვლად, რომ მთავარი გადაწყვეტილებები წესისამებრ პოლიტსაბჭოს მიეღო, პარტიაში  შეიქმნა ექვსკაციანი ჯგუფი, რომელმაც ყრილობის ჩატარების წესები თავად დაადგინა და ხშირ შემთხვევაში არ ვიცოდით ყრილობა როგორ უნდა ჩატარებულიყო, დელეგატები როგორ უნდა შეგვერჩია.

წესების დაცვა არ მოხდა, შესაბამისად პოლიტსაბჭოს სხდომა არ გაიმართა, რომელიც დაამტკიცებდა ყველა წესს, რითაც ყრილობა უნდა გამართულიყო. იქ ხმის მიცემის წესიც არაა განსაზღვრული და არც დათვლის და ამის გამო ვთვლით, რომ ყრილობა არის არალეგიტიმური” – ამბობს ირმა ნადირაშვილი.

იტვირთბა....