ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აკაკი ბობოხიძის მიერ ნიკა მელიას მისამართით ნათქვამ ფრაზას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„კაკო ბობოხიძეს უთქვამს ნიკა მელიასთვის , ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში აგური არ დაგიდევსო და შემახსენეთ რა, კაკოს ხალხის ცემის გარდა რა აქვს გაკეთებული?!:)”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
სიტყვიერი შელაპარაკება დღეს, „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის სწორედ ნიკა მელიას, კაკო ბობოხიძესა და სერგო რატიანს შორის იმ სხდომის გადადების შემდეგ მოხდა, რომელზეც ნიკა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ.
ნიკა მელიამ თანაპარტიელებს ივანიშვილთან შეკრულები უწოდა და ნაციონალური მოძრაობიდან გაქცევაში დაადანაშაულა, ხოლო სერგო რატიანმა მიმდინარე დაპირისპირებაში სრული პასუხისმგებლობა ე.წ. საორგანიზაციო ექვსეულს დააკისრა.
ფრაქციის დღევანდელი სხდომა გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო, რომელიც სერგო რატიანის ინფორმაციით, გუშინ მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა.