ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ისრაელის პრეზიდენტი: “საქართველოში თავს ვგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში“

“ჩვენ, ებრაელებმა და ქართველებმა, ერთობლივი მუშაობის შედეგად ბევრ რამეს მივაღწიეთ”, – ამის შესახებ ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„საქართველოში ვიმყოფები, რათა აღვნიშნოთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი. თუმცა, საქართველოში ებრაელი ხალხი გაცილებით დიდი ხანია ცხოვრობს. ებრაელი თემი არის ხიდი ჩვენს შორის და არის მაგალითი გულთბილი მეგობრობისა ჩვენს ქვეყნებს შორის. ისრაელი, ესაა წმინდა ადგილების ქალაქი, სადაც თავისუფლად ცხოვრობენ ქრისტიანები. ველი, უფრო მეტს გავიგებ თქვენი ქვეყნის შესახებ, თუ როგორ გავაღრმაოთ ურთიერთობები.

ჩვენ, ებრაელებმა და ქართველებმა, ერთობლივი მუშაობის შედეგად ბევრ რამეს მივაღწიეთ. მჯერა, კარგი დროა, რათა კიდევ უფრო დავაახლოოთ ეკონომიკები და კავშირები ჩვენს ერებს შორის. გავაღრმაოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.

ვამაყობთ იმით, რომ ვართ საქართველოს მეგობრები. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენ საქართველოში თავს ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში“- განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა გუშინ, იერუსალიმში მომხდარი ტერაქტის გამო და სამძიმარი გამოუცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად განაგრძობს ძალისხმევას მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

იტვირთბა....