aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი მსოფლიო

The Telegraph: თბილისი 21 საუკეთესო სანახავ ქალაქთა სიაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

21 ევროპული ქალაქი, სადაც წასვლა არ გიფიქრიათ, მაგრამ აუცილებლად უნდა ნახოთ, -ამ სათაურით სტატიას გავლენიანი გამოცემა The Telegraph ავრცელებს, სადაც სიაში თბილისიც მოხვდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თბილისში არტ ნუვო-შენობებისა და ტრადიციული აივნიანი სახლების შერწყმას ბევრი ცუდ სტილს დაარქმევს, თუმცა ისტორიული უბნებითა და თანამედროვე სასტუმრო-მოლებით, ევროპისკენ მომზირალი თბილისი საკუთარ სახეს ინარჩუნებს.

სიაში ასევე მოხვდა ვიტორია-გასტეისი, ესპანეთი; ტავირა, პორტუგალია; ოსიეკი, ხორვატია;სკოპიე, მაკედონია;უმეო, შვედეთი;ტრევიზო, იტალია;ნანტი, საფრანგეთი;ბრეგენცი, ავსტრია;სიონი, შვეიცარია;სეგოვია, ესპანეთი;გიმარაეში, პორტუგალია;ლიუბეკი, გერმანია;ვროცლავი, პოლონეთი;პლოვდივი, ბულგარეთი;ტრიესტი, იტალია;ორჰუსი, დანია;ბრაგა, პორტუგალია;ეგერი, უნგრეთი და მარიბორი, სლოვენია.

იტვირთბა....