ამერიკის ელჩი საქართველოში იან კენი, „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე შეშფოთებას გამოხატავს. თუმცა, ის გამოძიების დაწყებას მიესალმება და ამბობს, რომ საქმის მსვლელობას თვალყურს მიადევნებს.
რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულნი ვიყავით იმ ფაქტით, რომ ნიკა გვარამიას თავს დაესხნენ და ამავდროულად, მივესალმებით იმას, რომ მთავრობამ გამოძიება დაიწყო.
აშშ-ის ელჩმა კომენტარი „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ თავისუფალი მედია მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოების განვითარებისთვის.
„თავისუფალი მედია ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოების განვითარებისთვის, რათა ყველა ხმას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს წვდომა ჰქონდეს მედიაზე და ტელევიზია მედიის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. ჩვენ ამ საქმეს ვაკვირდებით“, – განაცხადა ელჩმა.