600-ზე მეტი რეისი გადაიდო სტამბოლის ორივე დიდ აეროპორტში დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო. 6 ათასამდე მგზავრი ამ დრომდე ვერ ახერხებს დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენას. ისინი დროებით სასტუმროებში არიან გადანაწილებული.
მოძრაობა შეფერხებულია ბოსფორის სრუტეზეც. უამინდობაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც. დიდთოვლობისა და ყინვის გამო სატრანსპორტო მიმოსვლა პარალიზებულიარუმინეთსა და საბერძნეთში.
რუმინეთში ტემპერატურამ -29 გრადუსს მიაღწია. ცივი ზამთარია იტალიასა და გერმანიაში.კვირის განმავლობაში იტალიის მასშტაბით ყინვას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თოვლია გერმანიაში, ბავარიის რეგიონსა და ბერლინში.