ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გადაწყვეტილება მიღებულია“: „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება

 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების ელენე ხოშტარიას და სერგი რატიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტიურად უკვე ორად გაიხლიჩა. ხოშტარიას განმარტებით, ადამიანებს, რომლებიც პარტიის ერთიანობაზე საუბრობდნენ, პარტიის გახლეჩვა სურთ და ეს მხოლოდ ფუჭი საუბარია.

“ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ ადამიანიები, რომლებიც თითქოს ლაპარაკობდნენ პარტიის ერთიანობაზე, “ნაციონალური მოძრაობის” იდეებზე აყწობენ შოუს საკუთარ პარტიაში, საკუთარ ფრაქციაში. ელაპარაკებიან ბრიფინგებითა და მოვარდნებით საკუთარ თანამებრძოლებს და თანაპარტიელებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არაფერი, გარდა იმისა, რომ გახლიჩონ პარტია და ის ფაქტობრივად, უკვე შემდგარია, მათ არ ამოძრავებთ”, – აღნიშნა ხოშტარიამ.

“ვხედავთ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს პარტია”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადეგენელი სერგო რატიანი აცხადებს.

“ჩვენ ვხედავთ ბინძურ კამპანიას, რომელიც მიმართულია ერთი ჯგუფის მიმართ, ჩვენს მიმართ. ეს ბინძური კამპანია გრძელდება თვეების განმავლობაში, ესენი არ მოერიდნენ იმას, რომ ადამიანი როცა ციხიდან გამოვიდა და მოითხოვა რამოდენიმე დღე, მიუხედავად ამისა, იმ დღიდანვე დაიწყო მის მიმართ ბინძური კამპანია, ისინი არ მოერიდნენ იმას, რომ გადადგმულიყო ნაბიჯი და გუშინ შეხვედრაც იყო და იყო კიდევ ერთი შეთანხმება, მიუხედავად ამისა, სრულიად ბინძურ სცენებს ჩვენ ვხედავთ. ვხედავთ, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ დაიშალოს პარტია”, – განაცხადა რატიანმა.

იტვირთბა....