ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„არ გრცხვენიათ, ბოკერიას ჭკუაზე რომ დადიხართ?“ – კონფლიქტი ენმ-ში

“ნაციონალურ მოძრაობაში” მორიგი დაპირისპირება მოხდა, მას შემდეგ რაც გიგი უგულავამ ციხე დატოვა, პარტიის რამდენიმე წვერმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ნიკა მელია პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენონ. რასაც მელიას, ბობოხიძესა და ელენე ხოშტარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ნიკა მელიამ მათ გიგა ბოკერიას დამჯერი ბავშები უწოდა, რამაც დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.

ნიკა მელია: ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც თქვენ უჯერებთ ბოკერიას, როგორ არ გრცხვენიათ, მის ჭკუაზე რატომ დადიხართ?

ელენე ხოშტარია მელიაზე: თავის პარტიაში აწყობს შოურს, დაანებეთ ყველამ თავი. ნიკა გავიგეთ ყველაფერი რომ შოაუების მოწყობა გინდა. ახლა შენთვის მთავარი საზრუნავი ეს არის.  გადი აქედან.

აკაკი ბობოხიძე: ეს პარტია, მხოლოდ სააკაშვილის არ არის. უამრავ ადამიანს აქვს ოფლი აქ დაღვრილი. ამიტომაც,  უფლება არა აქვს, ისე მოიქცეს, როგორც  სურს.

იტვირთბა....