„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საპარლამენტო უმცირესობების ფრაქციის ოთახში, ნიკა მელიას, აკაკი ბობოხიძეს, სერგო რატიანსა და ელენე ხოშტარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ამის მიზეზი კი მელიას მხრიდან კითხვას მოჰყვა, თუ რატომ ცდილობენ აღნიშნული პირები გიგა ბოკერიას ინტერესების გატარებას, რის საპასუხოდაც, მას აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, რომ ამ ლოგიკით ის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ატარებდა და მის მიმართ მათაც გარკვეული სახის კითხვები გააჩნიათ.
სიტყვიერმა დაპირისპირებამ კი მწვავე კონფლიქტის სახე მიიღო და მხარეებმა ერთმანეთს პარტიის დაშლაში ბრალი დასდეს. მელიას ბობოხიძემ კი განუმარტა, რომ მას პარტიის მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის. დეპუტატებს შორის კამათი ხმამაღალ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.