ახალი ამბები მთავარი სამართალი

„გრეჩიხას სახელი შემომესმა“: რატი გაჩეჩილაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

“რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. ამის შემდეგ პროკურატურა საქალაქო სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.

საქმის მასალები უკვე ჩაიბარა ადვოკატმა. მისი თქმით, დაკავებული გვარამიაზე თავდასხმას აღიარებს, თუმცა ადვოკატი ამტკიცებს, რომ დაპირისპირების პროვოცირება გვარამიამ და მისმა მეგობრებმა მოახდინეს. თავდასხმის მოტივად კი ნიკა გვარამიასა და “ნაციონალური მოძრაობის” კავშირს ასახელებს. ადვოკატი ამბობს, რომ გვარამიას გაჩეჩილაძე თავს მას შემდეგ დაესხა, რაც მან „გრეჩიხას“ სახელი შემოესმა და ის არც თუ კარგ კონტექსტში ახსენა.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....