გავრცელებული ინფომაციით, ნიკა მელიას ფრაქციიდან გადაყენების შემდეგ, ის დამოუკიდებელი ფრაქციის ფორმირებისთვის ემზადება და ამისთვის შესაბამის კონსულტაციებსაც გადის.
ნიკა მელიას ფრაქციაში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 8 წევრი შევა. ესენი იქნებიან, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, აზერ სულეიმანოვი, სალომე სამადაშვილი, რომან გიცირიძე და გიორგი ტუღუში. ამასთან, შესაძლოა ტუღუში არც ერთ ფრაქციში არ შევიდეს და პარლამენტში ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩეს.
აღნიშნული სცენარით გადაჯგუფების შედეგად, საპარლამენტო უმცირესობა არ დაიშლება და უმცირესობის სტატუსს ბაქრაძე-ბოკერიას ფრთა შეინარჩუნებს, ნიკა მელია და მისი თანაფრაქციელები კი, პარლამენტში ე.წ. დამოუკიდებელი ფრაქციის წევრების სტატუსით იქნებიან.