ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ს საელჩო გიგი უგულავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრესსამსახური გიგი უგულავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს:
“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის განვითარებას. გასაჩივრების უფლება არის ნებისმიერი დემოკრატიული სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები და მხარეებს მისცა საშუალება, ედავათ კანონის შესაბამისობაზე და წარმოედგინათ სამართლებრივი არგუმენტები.
ეს ნაბიჯები არის ცხადი მაგალითი იმისა, რომ სასამართლო სისტემას აქვს საშუალება, იყოს დამოუკიდებელი, რაც ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის განუყოფელი ნაწილია.
ადრეც გვითქვამს, რომ სასამართლო ხელისუფლების ყველა შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური ზეწოლისგან. როგორც ასეთი, სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეზე კომენტარის გაკეთება ჩვენი მხრიდან შეუფერებელი იქნება”, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელი გაუნახევრდა.

ყოფილ მერს ,,თბილსერვისის“ საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. უგულავა სასამართლო პროცესს არ დასწრებია.

რიყის ტერიტორიის გასხვისების ეპიზოდში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილი მერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამართლდნენ. ბრალდება მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებოდა. თბილისის ყოფილი მერის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მისმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს.

იტვირთბა....