თბილისის ყოფილმა მერმა გიგი იგულავამ ამ წუთებში ციხე დატოვა. მას გარეთ ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ. გიგი უგულავამ ჟურნალისტებს და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა:
„მინდა ყველას მივესალმო. პირველ რიგში ქვეყნის ყველა პოლიტპატიმარს მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო. არ უნდა გავყოთ ჩვენი თუ სხვისი პარტიების პოლიტმაპიმრები, ჩვენი თუ სხვისი ფლანგის პოლიტპატიმრები და ყველას ამოცანაა, ეს პროცესი დასრულდეს. თუ ჩემი გათავისუფლება ამ პროცესის დასაწყისია, ძალიან კარგი, მაგრამ ამ მიმართულებით სამუშაო ბევრია. თუ გვინდა ეკონომიკური და სხვა დანარჩენი პრობლემა მოვაგვაროთ, ამისთვის აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სხვა მხრივ, ყოველთვის იქნება დაპირისპირება. ეს შეუძლია მთავრობას და უმრავლესობას, თუ ვაჟკაცურ ნაბიჯს გადადგმას და პოლიტიკურ ამინისტიას გამოაცხადებს. ეს მათ მხოლოდ ღირსებას შესძენს. თუ ამას ვერ და არ ახერხებს მთავრობა, ეს უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა. მისი საკონსტიტუციო მოვალეობაა, რომ შეავსოს ის ნაკლოვანებები, რასაც მთავრობა თუ სასამართლო ტოვებს. საქართველოში ის დროა, როცა სამართალზე მნიშვნელოვანი მოწყალებაა და ეს პრეზიდენტის მოვალეობაა. ვერ შევთანხმდებით იმაზე, ვინ არის დამნაშავე, უგულავა, ბაჩო თუ მერაბიშვილი-ამაზე კამათს აზრი არ აქვს. ეს პრობლემა კი მოსაგვარებელია. საკმარისზე მეტი ვატკინეთ ერთმანეთს. ამის დრო აღარ არის.
რაც შეეხება სასამართლოს, მუხლი რომელიც ითვალისწინებს საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვას, პროპაგანდისტული იყო. ამით ჩემი რეპუტაციის შებღალვა ხდებოდა. ამ მუხლით არიან დაჭერილი კაბელების საქმეზეც.
სასამართლოში გაგრძელდება ბრძოლა იმის შესახებ, რასაც არ ვაღიარებ. სახელისუფლებო მედიების პროპაგანდას, რომ მე აღიარების სანაცვლოდ გამათვაისუფლეს, ვერაფერს ვუზამ, მაგრამ რამდენიმეს აყოლა, რომელიც ჩვენ მომხრედ ითვლება, სამწუხაროა.
ყველაზე მტკინვეული საკითხია ჩემთვის პარტია, რომელიც შვილების და მეგობრების შემდეგ მესამე იყო ჩემთვის. გულსატკენია ის, რაც ამ პარტიაში ხდება. ვაპირებ შევხდე მიშასაც, დაველაპარაკო, ასევე ყველა იმ გუნდს, ვინც არსებობს, თუ არის ერთი პროცენტი შანსი, რომ ეს კრიზისი გავიაროთ, მაშინ მე მინდა ვთხოვო ყველას, რომ შობა თენდება, საშობაო არდადეგები აიღეთ, ორი-სამი დღე მაცალეთ, თუ შეიძლება რამე წვლილი შევიტანო ამ კრიზისის დაძლევაში, ძალას არ დავიშურებ, თუ არ შეიძლება, ყველას პასუხისმგებლობაა, რომ ეს ყველაფერი ასე სამარცხვინოდ არ ხდებოდეს. ადამიანურად მინდა შევხდე მიშას და დაველაპარაკო, ჩვენ ბევრი რამე გვიკეთებია ერთად. ჩვენი ვალდებულებაა საერთო წარსულიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი ცივილურად მოხდეს.
სამი წელია დედა არ მინახავს, გამიშვით, დედა მომენატრა“-ასე დაასრულა გიგი უგულავამ ციხდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელი გაუნახევრდა.
ყოფილ მერს ,,თბილსერვისის“ საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. უგულავა სასამართლო პროცესს არ დასწრებია.
რიყის ტერიტორიის გასხვისების ეპიზოდში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილი მერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამართლდნენ. ბრალდება მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებოდა. თბილისის ყოფილი მერის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მისმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს.