ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„მხარი დაუჭირეს კანდიდატს, რომელიც პირდაპირ, ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს“

საზმაუს დირექტორობის ყოფილი კანდიდატი რამაზ სამხარაძე: „ბორდის გადაწყვეტილება ქვეყნის და საზოგადოების ღალატის ტოლფასია“  

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის ერთ-ერთი ყოფილი კანდიდატი და რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელი, რამაზ სამხარაძე ამბობს, რომ ბორდის გადაწყვეტილება, ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნის შესახებ, ქვეყნის და საზოგადოების ღალატის ტოლფასია. მისი თქმით, მაღლაფერიძე, ბორდმა პირდაპირ ხელისუფლების მითითებით და კარნახით აირჩია.

„მეტრონომი“: „საზმაუს“ დირექტორიბის ერთ-ერთი კანდიდატი იყავით, როგორ შეაფასებთ ბორდის გადაწყვეტილებას და რას იტყვით ვასილ მაღლაფერიძის გამარჯვებაზე?

რამაზ სამხარაძე: „დღეს ბორდმა რა გადაწყვეტილებაც მიიღო, ეს არის სამარცხვინო და დემოკრატიული ღირებულებების ღალატი. საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და პირდაპირ დაცინვა. ბორდის გადაწყვეტილება ქვეყნის და საზოგადოების ღალატის ტოლფასია.

ჩვენმა ბორდმა, რომელიც პირდაპირ საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან ფულს იღებს, არჩევანი ისეთ ადამიანზე გააკეთა, რომელიც წარსულში პოლიტიკური საქმიანობით იყო დაკავებული და მისი სახელი, პრემიერ ზურაბ ჟვანიას სახელთან ასოცირდება. ამ ადამიანებმა მხარი დაუჭირეს კანდიდატს, რომელიც პირდაპირ, ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს და ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია.

მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელში სრულიად გაურკვეველი მიზნებით მოვიდა და მისი ხედვა საერთოდ ვერ დავინახე. ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს და საზოგადოება ძალიან კარგად დაინახავს ეს ადამიანი რისი გამკეთებელია.   ბორდი საერთოდ უნდა დაიშალოს. ეს ადამიანები  ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებლები და მოღალატეები არიან.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ბორდის წევრებზე ზეწოლა განხორციელდა?

– ძალიან უცნაურია, როცა კონკურსზე ადამიანები 8 ხმას იღებენ და შემდეგ ყველაფერი უცბად იცვლება. ჩემი კონკურსიდან გამოთიშვა, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. როგორც ჩანს ყველაფერი თავიდანვე დაწერილი სცენარით მიმდინარეობდა.

ბოლოს, მეორე ტურშიც არ გადამიყვანეს და მხოლოდ ორი ხმაღა მივიღე. თუმცა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ბორდის წევრები უბრალოდ ხელისუფლების სურვილის გამპრავებელები არიან. მთელი პასუხისმგებლობა როგორ განვითარდება მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში მოვლენები, ბორდის კისერზე იქნება.

– ელით თუ არა, რომ ვასილ მარლაფერიძის დანიშვნის შემდეგ, ტელევიზიაში რადიკლაური საკადრო ცვლილებები განხორციელდება.

– დღეს მომხდარი ამბის შემდეგ, გამორიცხული არაფერია. მაღლაფერიძეს მედია მენჯმენტში არანაირი გამოცდილება არა აქვს“.

 

გთავაზობთ რამაზ სამხარაძის საზოგადოებრივიი მაუწყებლის განვითარების ხედვას, რომელიც მან ბორდს წარუდგინა.

„ჩემი ხედვიდან მთავარ ნაწილს წარმოგიდგენთ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აბსოლუტურად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკასთან დაკავშირებულ ადამიანებისგან. უნდა პასუხობდეს საერთაშორისო და თანამედროვე სტანდარტებს, უნდა გახდეს მოქნილი და მულტიპლატფორმული და ასრულებდეს საზოგადოების დაკვეთას – მიიღოს მიუკერძოებელი ინფორმაცია.

საზოგადოებრივის საინფორმაციო მაუწყებლობა მუდამ დაცული უნდა იყოს მშვიდი დაზომიერი კილო, ადგილი უნდა ეთმობოდეს ცივილიზებულ, გონივრულ მსჯელობას,რომელიც ასახავს ყველა ადამიანის უფლებათა პატივისცემას.

მაუწყებლობა სატელევვიზიო და რადიო არხებზე, გავრცელებული ინფორმაცია, სოციალურ ქსელებსა თუ ვებსაიტზე არ უნდა შეიცავდეს ცალკეული პირის, პირებისა თუ ჯგუფების მიმართ რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური, სოციალ-ეკონომიკური ან კულტურული ნიშნით შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ განცხადებებს და უნდა შეესაბამებოდეს კორექტულობისა და გემოვნების საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს.

თანამშრომლები, მაუწყებლობისა თუ ინტერნეტ-მასალის შექმნაში მონაწილე მოწვეული ექსპერტები თავიანთ საქმიანობაში უმაღლეს ეთიკურ სტანდარტებს უნდა იცავდნენ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად როგორც სამაუწყებლო სივრცეში, ისე მის საზღვრებს გარეთ – კერძო პირებთან,ჯგუფებთან, პოლიტიკურ, რელიგიურ თუ კომერციულ ინტერესებთან მიმართებით.

ამ ყველაფრის მისაღწევად ყველაფერი ახალი ფურცლიდანაა დასაწყები.

როგორც მენეჯერს აუცილებლად მიმაჩნია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

აშენდება ახალი შენობა და სტუდიები, რომელიც ინტეგრირებული იქნება ოთხივე პროდუქტისთვის (ორი სატელევიზიო და 2 რადიოარხი).

გამოცხადდება ღია კონკურსები ჟურნალისტების, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, პროდუსერების, თოქ-შოუების დეპარტამენტის მთავარი პროდიუსერისა და განვითარების მეჯერის, Pღ-მენეჯერისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციებზე

პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სატენდერო აუთსთორზე. (როგორც უცხოეთიდან ასევე ქართული სატელევიზიო სერიალების და დოკუმენტური ფილმების წარმოების მიმართულებით)

ოთხივე არხი (2 სატელევიზო და 2 რადიო არხი) დაკომპლექტდება სულ 500 თანამშრომლით.

მოხდება ოთხივე არხის მთლიანი რებრენდინგი

ახალი შინაგანაწესი და ეთიკის კოდექსის მიღება დამოუკიდებელი ექსპერტების და თავად თანამშრომლების მონაწილეობით (რომელიც უპირობოდ დაეფუძნება ჟურნალისტური ეთიკის მაღალ სტანდარტებს )

ახალი მულტიპლატფორმული ნიუსრუმის შექმნა (ტვ, რადიო, ვები, სოც-ქსელები) და პროგრამირება

საკორესპონდენტო ქსელის გაძლიერება

რეგიონული ბიუროების დამატება ქვეყნის მასშტაბით ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის: აშშ, თურქეთი, გაერთიანებული საემიროები, რუსეთი.

1 არხის მთლიანად საინფორმაციო მაუწყებლად ჩამოყალიბება

სადაც სამაუწყებლო ბადეში მოხვდება ახალი ამბები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სპორტული გადაცემები და თოქ-შოუები, ანალიტიკური პროგრამები, საგანმანათლებლო და შემეცნებითი, კულტურული ხასიათის რუბრიკები და გადაცემები. ყოველ საათში დღის მონაკვეთში ინფორმაცია საგზაო მოძრაობის დატვირთულობის შესახებ. მაუწყებელში 24 საათის მანძილზე იმუშავებს ცხელი ხაზი, სადაც ადამიანებს საკუთარ პრობლემებზე დარეკვა შეეძლებათ.

მაუწყებლის მეორე არხი

შედარებით მსუბუქ დატვირთვას გაატარებს, აქ წარმოდგენილი იქნება, როგორც მაუწყებლის მიერ შექმნილი ქართული სატელევიზიო სერიალები, დოკუმენტური ფილმები, საბავშვო, გასართობი და ინტერაქტიული შოუ პროგრამები.

რადიო ერთი

მთლიანი ტრანსფორმირება ახალი ამბების არხად.

ახალი ამბები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური, სპორტული და კულტურული,ინტერაქტიული საგანმანათლებლო გადაცემები. სოციალური ტიპის პროექტები. ერთობლივი ინტეგრირებული გადაცემები პირველ არხთან

რადიო ორი

შეარჩუნდება და გამრავალფეროვნდება არსებული ფორმატი. განთავსდება საგანმანათლებლო, შემეცნებითი ხასიათის, მუსიკალური და ინტერაქტიული ფასართობი გადაცემები, მომზადდება ერთობლივი პროექტები მეორე არხისა და რადიო 2-ის მეშვეობით. პირველი ქართული რადიოსერიალები !

ერთობლივი თოქ-შოუ, რომელიც 4 არხზე ერთ დროს გავრცელდება.

მულტიმედია ტექნოლოგიები:

ოთხივე არხის მულტიმედიური პლატფორმა, მობილფრენდლი ვებგვერდები, ინტეგრირებული ნიუსრუმი (ახალი მედიატექნლოგიების აქტიური გამოყენება).

კვლევითი სამსახურის გაძლიერება და მუდმივი რესერჩები მთელი ქვეყნის მასშტაბით“.

 

იტვირთბა....