ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ბათუმში პნევმონიით 2 პაციენტი გარდაიცვალა

მწვავე პნევმონიით ბათუმში 2 პაციენტი გარდაიცვალა. ექიმები ვარაუდობენ, რომ ვირუსული პნევმონია სხვა ქრონიკული დაავადებების ფონზე განვითარდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ H 3 ვირუსით სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა უკვე პიკს აღწევს. ხშირია ბინაზე გამოძახებებიც.

„დაფიქსირდა SARI-თ გარდაცვალების ორი შემთხვევა, რაც მძიმე და მწვავე რესპირაციული პროცესია, რომელშიც ჰოსპიტალიზაციის საჭიროება შედის. ამ შემთხვევაში ორივე პაციენტს ჰქონდა სხვა ქრონიკული დაავადებებიც, რომელიც ვირუსული დაავადებით გართულდა“,- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ნიჟარაძემ.

იტვირთბა....