aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ბათუმში სუპერმარკეტების ქსელ „იალჩინის“ ბუღალტერს თავს დაესხნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში სუპერმარკეტების ქსელის „იალჩინის“ ბუღალტერს გვიან ღამით თავს დაესხნენ. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წერს, გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა 150 ათასი ლარი გაიტაცეს.

მათი ინფორმაციით, შემთხვევა იალჩინის კუთვნილ სასაწყობე ფართთან ახლოს, ადლიის დასახლებაში მოხდა. საწყობიდან გამოსული ბუღალტერის ავტომანქანა შეაჩერეს და შეიარაღებულმა პირებმა ფული გაიტაცეს.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 31 დეკემბერს „იალჩინში“ მდებარე სავალუტო ჯიხური სანტას ფორმაში გადაცმულმა მძარცველმა დააყაჩაღა და გაიტაცა 60 ათასამდე ლარი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....