„ცოტა უცნაურია, რომ სარჩელის განხილვის დაწყებას ერთი წელი დასჭირდა და ვადებსაც გადასცდა“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
საუბარია, მიერ მიერ ელისო კილაძის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, რომლის განხილვაც სასამართლომ დღეს დაიწყო. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამ საქმეს ბოლომდე მიყვება, რათა დადგინდეს, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და გამიზნულ ცილისწამებას შორის.
„ცოტა უცნაურია, რომ სარჩელის განხილვის დაწყებას ერთი წელი დასჭირდა და ვადებსაც გადასცდა. საკითხი ჩემთვის პრინციპულია. რადგან ეს პროცესი დავიწყე, მიმაჩნია, რომ პრეცედენტი უნდა შეიქმნას და დადგინდეს სად არის გამოხატვის თავისუფლების ზღვარი და სად ხდება პირდაპირი და გამიზნული ცილისწამება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
მან ისიც აღნიშნა, რომ მისთვის ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული საქმე.
შეგახსენებთ, 2016 წლის იანვარში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელიამ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის და გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორის, ელისო კილაძეს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიას ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ სარჩელის შეტანისას განუცხადა, ალეკო ელისაშვილის და ელისო კილაძის მხრიდან ეკა ბესელიას მიმართ ვრცელდებოდა ცილისმწამებლური განცხადებები, რომ თითქოს ბესელია არის ნარკორეალიზატორების მფარველი, კორუმპირებული, რომელიც პატიმრების ციხიდან გაშვების სანაცვლოდ პოლიტიკოსების პირობებში იღებს ფულს.
„ჩვენ იძულებულები გავხდით, ამ ყოველივეს აღსაკვეთათ მივმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ ეკა ბესელიას შელახული პატივისა და ღირსების სასამართლო წესით დაცვა“- განაცხადა მაშინ კვერენჩხილაძემ.