შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დონალდ ტრამპს აკრიტიკებს. არჩეულ პრეზიდენტს მოუწოდებს გაიზარდოს, რადგან ის უკვე ქვეყნის მეთაურია და სერიოზულად მოქცევა მართებს.
„დროა, გაიზარდო, დონალდ, და დიდი კაცი გახდე. ახლა პრეზიდენტი ხარ და რაღაც უნდა გააკეთო. გვაჩვენე მოლოს და ბოლოს რა გაქვს, რა კანონების შემოთავაზებას აპირებ და ჩამოყალიბდი სინამდვილეში რა გინდა. ჩვენ განვიხილავთ და მოდი საზოგადოებამ გადაწყვიტოს კონკგრესში კენჭისყრით, მართალი ხარ თუ არა. რაც შეეხება კიბერთავდასხმას, არსებობს ერთიანი პოზიცია და მტკიცებულებაც, რომ რუსეთი ნამდვილად მუშაობდა არჩევნებზე გავლენის მოსახდენად, ამიტომაც შენც უნდა ჩამოყალიბდე, რის ტქმას აპირებ“ – აცხადებს ჯო ბაიდენი.
ჯო ბაიდენმა ტრამპი დაზვერვის მიმართ უნდობლობის გამოც გააკეტიკა და განცხადა, რომ უგუნური საქციელია, როდესაც პრეზიდენტი არ ენდობა და არ არის მზად მოუსმინოს დაზვერვის სამსახურს.